Для восстановления пароля введите вашу электронную почту
Хотите зарегистрироваться?პაროლის აღსადგენათ მიუთითეთ ელ-ფოსტა, რომლითაც ხართ დარეგისტრირებული
გსურთ რეგისტრაცია?
უსაფრთხოების წესები
უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი იძულებული იქნება დატოვოს ტერიტორია მომსახურების გარეშე
რჩევები
ყურადღება მიაქციეთ გაზის სისტემის პროგრამას.
ავტომობილში დამონტაჟებულ გაზის სისტემას გააჩნია ცვეთა, რომლის შედეგადაც ზიანდება გაზის ინჯექტორები და რედუქტორები, დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია სისტემის პროგრამული არევა, რაც იწვევს ბუნებრივი აირის ხარჯის ზრდას.
ფორმულა გაზი გირჩევთ ყურადღებით მოეკიდოთ სისტემურ პრობლემებს და დარღვევის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოთ სპეციალისტს.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ დავითვალოთ სწორად
ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები ბუნებრივი აირის რაოდენობის ხარჯვას საზღვრავენ თანხის მიხედვით და არა კუბების რაოდენობით. ჩვენი რჩევაა ყურადღება მიაქციოთ თუ რამდენ კილომეტრს გადის ავტომობილი მაგალითად 10 კუბით.
როგორ შეიძლება გაივსოს 16 კუბიანი ავზი 16,19 ან 20 კუბით და როგორ არის შესაძლებელი ერთი და იგივე რაოდენობით უფრო მეტი ან ნაკლები მანძილის გავლა
ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს მომხმარებლის უსაფრთხოებისათვის რაც ნიშნავს, რომ ვტუმბავთ დაშვებული წნევით რომელიც შეადგენს 200-ის ფარგლებში არსებულ ატრმოსფეროს. ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი კმაყოფილია გადამეტებული წნევით დატუმბული ავზით, მაგრამ არ აქცევს ყურადღებას უსაფრთხოების ნორმებს და ასევე არ იცის რომ ესეთ დროს იზრდება მათ ავტომობილზე დამონტაჟებული გაზის აპარატურის ცვეთა.
მანძილის რაოდენობა პირდაპირ პროპორციულია ატმოსფეროს წნევასთან, რაც უფრო მეტი წნევით იტუმბება ავზი მით უფრო მეტი რაოდენობა ჩადის მასში და შესაბამისად მეტი მანძილის გავლა არის შესაძლებელი.
დასაშვებ ნორმაზე გადამეტებული წნევით დატუმბული ავზი მით უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს მძღოლისთვის და მგზავრისთვის. აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები და გავითვალისწინოთ, რომ ავზი არ ივსება ბოლომდე ერთი და იგივე გაზის რაოდენობით ატმოსფეროს წნევიდან გამომდინარე.
შესაბამისმა სამსახურებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის
როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი თუ მას მომსახურეობა გაუწიეს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით
მაგალითად თუ თქვენი ავზი არის 16 კუბი და გავსებისას 20 კუბზე მეტი რაოდენობა ჩავიდა გთხოვთ დაუყონებლივ დაუკავშირდეთ სერვის ცენტრს და დეტალური ინფორმაცია გადასცეთ. რის შემდეგ გარკვეულ რეაგირებას მოახდენს კომპანია. - ცხელი ხაზი: 570 10 04 40