FORMULA GAS

выбираете лучшее!

Начните экономить START
RU

Войти



Забыли пароль
Хотите зарегистрироваться?

Восстановление пароля

Для восстановления пароля введите вашу электронную почту


Хотите зарегистрироваться?

Спасибо!

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენათ მიუთითეთ ელ-ფოსტა, რომლითაც ხართ დარეგისტრირებული


გსურთ რეგისტრაცია?
გთხოვთ მიუთიტოთ ელ-ფოსტის სწორი მისამართი
თქვენი პაროლი გამოგზავნილია თქვენს მეილზე

новости

22/09/2016
უსაფრთხოების წესები!

 

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია წესების დაცვა რომელიც უზრუნველყოფს თქვენსა და თქვენივე ავტომობილის უსაფრთხოებას.

ფორმულა გაზი წარმოგიდგენთ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებით დაცულ  წესების ჩამონათვალს:

 

  • მძღოლმა/მგზავრმა დაუყონებლივ უნდა დატოვოს ავტომობილი ბუნებრივი აირის ავზის დატუმბვის დაწყებამდე და გადავიდეს სპეციალურად განკუთვნილ მოსაცდელში.

რატომ?  - ავზის დატუმბვისას მძღოლის/მგზავრის ავტომობილში ყოფნა წარმოადგენს საშიშროებას, რადგან დეფექტის მქონე ავზის დაზიანების რისკი მატულობს მისი დატუმბვის პროცესში, რაც იწვევს უბედურ შემთხვევებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმულა გაზი არ გაუწევს მომსახურეობას , რადგან პასუხისმგებელია ყველა მძღოლის/მგზავრის უსაფრთხოებაზე.

 

 

  • ბუნევრივი აირის სისტემა და ავზი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში

რატომ?- ტექნიკურად გაუმართავი ავზი  დიდ საფრთხეს წარმოადგენს მძღოლისთვის/მგზავრისთვის!  უბედური შემთხვევისაგან თავის ასაცილებელად

აუცილებელია ტექდათვალიერება ! 

 

 

  • ავზის დატუმბვის დასაშვები წნევა წარმოადგენს 200 ატმოსფეროს.

რატომ? - დასაშვებზე მაღალი წნევით დატუმბულ ავზში ჩადის მეტი რაოდენობის გაზი, რაც ანაზღაურებულია მყიდველის მიერ, თუმცა 200 - ზე მეტი ატმოსფერული წნევით დატუმბვა იწვევს ავზის მდგრადობის/მთლიანობის და მისი საექსპლუატაციო ნორმების დარღვევას.

 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ფორმულა გაზის სადგურებზე მაქსიმალური წნევა შეადგენს 200-ს ატმოსფეროს.

კომპანია გირჩევთ გაითვალისწინოთ აღნიშნული ფაქტი და მოითხოვოთ ყველა სადგურზე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომსახურება.

 

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ სადგურზე მოითხოვოთ უსაფრთხოების ნორმების დაცვა!

 

 

ბუნებრივი აირის მომხმარებელი ვალდებულია ფლობდეს და სრული სერიოზულობით ეკიდებოდეს  ზემოთ მოცემულ ინფორმაციას.

 

აღნიშნული წესების დაცვით ჩვენ ვზრუნავთ  ჩვენი მომხმარებლისა და მათ მგზავრების უსაფრთხოებაზე