პაროლის აღსადგენათ მიუთითეთ ელ-ფოსტა, რომლითაც ხართ დარეგისტრირებული
გსურთ რეგისტრაცია?პაროლის აღსადგენათ მიუთითეთ ელ-ფოსტა, რომლითაც ხართ დარეგისტრირებული
გსურთ რეგისტრაცია?
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია წესების დაცვა რომელიც უზრუნველყოფს თქვენსა და თქვენივე ავტომობილის უსაფრთხოებას.
ფორმულა გაზი წარმოგიდგენთ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებით დაცულ წესების ჩამონათვალს:
რატომ? - ავზის დატუმბვისას მძღოლის/მგზავრის ავტომობილში ყოფნა წარმოადგენს საშიშროებას, რადგან დეფექტის მქონე ავზის დაზიანების რისკი მატულობს მისი დატუმბვის პროცესში, რაც იწვევს უბედურ შემთხვევებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმულა გაზი არ გაუწევს მომსახურეობას , რადგან პასუხისმგებელია ყველა მძღოლის/მგზავრის უსაფრთხოებაზე.
რატომ?- ტექნიკურად გაუმართავი ავზი დიდ საფრთხეს წარმოადგენს მძღოლისთვის/მგზავრისთვის! უბედური შემთხვევისაგან თავის ასაცილებელად
აუცილებელია ტექდათვალიერება !
რატომ? - დასაშვებზე მაღალი წნევით დატუმბულ ავზში ჩადის მეტი რაოდენობის გაზი, რაც ანაზღაურებულია მყიდველის მიერ, თუმცა 200 - ზე მეტი ატმოსფერული წნევით დატუმბვა იწვევს ავზის მდგრადობის/მთლიანობის და მისი საექსპლუატაციო ნორმების დარღვევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე ფორმულა გაზის სადგურებზე მაქსიმალური წნევა შეადგენს 200-ს ატმოსფეროს.
კომპანია გირჩევთ გაითვალისწინოთ აღნიშნული ფაქტი და მოითხოვოთ ყველა სადგურზე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომსახურება.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ სადგურზე მოითხოვოთ უსაფრთხოების ნორმების დაცვა!
ბუნებრივი აირის მომხმარებელი ვალდებულია ფლობდეს და სრული სერიოზულობით ეკიდებოდეს ზემოთ მოცემულ ინფორმაციას.
აღნიშნული წესების დაცვით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლისა და მათ მგზავრების უსაფრთხოებაზე